17:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 16:50:36, 2464 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებებს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 550 კი, დაშავდა

ღაზას სექტორში შეტაკებების დროს სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 550 კი, დაშავდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკება ისრაელ-ღაზას საზღვარზე მოხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 6-კვირიანი საპროტესტო აქცია გრძელდება.

მედიის ცნობით, ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელები ე.წ. დაბრუნების მარშით ისრაელის საზღვრისკენ მიემართებოდნენ, რა დროსაც მათ არმიამ ცეცხლი გაუხსნა. მარშის მონაწილეებს ასევე რეზინის ტყვიები დაუშინეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ. სასაზღვრო ზონაში ისრაელმა 100 სნაიპერი განათავსა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების ღობესთან მიახლოებისას ნებისმიერი პალესტინელი სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს,

ცნობისთვის, აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics