|
2018-03-28 15:41:01, 1811 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ქუთაისის თიზ-ში ინვესტორმა 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ვალდებულება ერთ წელიწადში შეასრულა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის" ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ოფიციალურად გახსნა. საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმიურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის. „ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო. ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი. დღეისთვის საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნება ნაწარმოები, რომელიც რეგიონალურ ბაზარზე გავა ექსპორტზე. „დღეს სრული საწარმო ციკლი ვიხილეთ, დაწყებული ძალიან მარტივი მასალებით და დასრულებული მაღალი ღირებულების პროდუქციით. ლოკალიზაციის მაჩვენებელი 72%-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქციის ღირებულებაში 72% და მეტი ჩვენს ქვეყანაში იქმნება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა პერსონალური მადლობა გადაუხადა ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს მიხეილ თიგიშვილს, რომელმაც საქართველოში კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის" დონის ინვესტორი შემოიყვანა. ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფი" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. დღევანდელი მდგომარეობით, თიზ-ში ხდება სხვადასხვა სახის საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის ტექსტილის, სახურავების, ნათურების, ზეთების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება. ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს მაკარონის ქარხნის მშენებლობაც, რომელიც მალე დასრულდება. მთლიანად ქუთაისის თიზ-ში ინვესტირებულია 100 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულია 370 ადამიანი.
(NS)
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)