15:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 13:37:42, 2179 ნახვა

მსოფლიო
აღმოსავლეთ ღუთაში სასმელი წყალი მხოლოდ ბაშარ ასადის მხარდამჭერებს დაურიგეს (ვიდეო)

სირიაში, აღმოსავლეთ ღუთაში, სადაც საომარი მდგომარეობაა, სასმელი წყალი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ მოსახლეობას დაურიგეს, - ამის შესახებ Middle East Eye იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სირიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მედიამ აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა.

"დღეგრძელობა ბაშარ ასადს",- სწორედ ეს ფრაზა უნდა წარმოეთქვათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სასმელი წყლის მიღება სურდათ. პარლამენტარები ასევე შეკრებილებს ეკითხებოდნენ თუ ვინ იყო მათი პრეზიდენტი - მოქალაქეები კი, ადასტურებდნენ, რომ ეს ასადია.

გარდა ამისა, ვიდეოში კიდევ ერთი სამხედრო ჩანს, რომელიც აცხადებს, რომ ყველამ ბაშარ ასადისთვის, თუ ამის საჭიროება დადგა, სიცოცხლე უნდა გაიღოს. დადასტურების შემდეგ ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას წყალს აწვდიდნენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics