|
2018-03-26 13:33:11, 2211 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - ყველას ელოდება სიურპრიზი, ვისაც ჰყოფნის სითავხედე, რუსეთი მტრის როლში წარმოაჩინოს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება "სკრიპალის საქმეში" შავი პიარის მეთოდს იყენებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ოფიციალური ლონდონი პროვოკაციებით და ავანტიურებით არის დაკავებული. "საკუთარი თეორიის დამტკიცება არ შეუძლიათ, ამიტომ გადავიდნენ მსოფლიო მასშტაბის ანტირეკლამასა და შავი პიარის კონცეფციაზე. ეს უდიდესი პროვოკაციაა. მეტსაც ვიტყვი, ეს არის უდიდესი ავანტიურა",- განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ცუდად არის ჩატარებული. მანვე განმარტა, რომ ლონდონის არადამაჯერებელ არგუმენტაციას უკვე ბრიტანული მედია საშუალებებიც აქცევენ ყურადღებას. ზახაროვას მტკიცებით, მათ, ვინც ცდილობს რუსეთი მტრის როლში წარადგინოს, "სიურპრიზი ელოდებათ". "ყველასთვის გვაქვს სიურპრიზა, ვისაც ჰყოფნის გამბედაობა ან სითავხედე, რუსეთსა და ჰიტლერის გერმანიას შორის პარალელები გაავლოს", - განაცხადა მარია ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)