14:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 12:47:22, 2394 ნახვა

მსოფლიო
ფრანგი ოფიცერი, რომელმაც საკუთარი თავი მძევლებზე გაცვალა, დაიღუპა

ფრანგი ოფიცერი არნო ბელტრამი, რომელმაც გუშინ საკუთარი თავი მძევლებზე გაცვალა, დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 45 წლის ოფიცერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა გმირი უწოდა.

მედიის ცნობით, სწორედ პოლიციელის თავდადების შედეგად მოხერხდა მძევლების მაღაზიის შენობიდან გაყვანა და მრავალსაათიანი სპეცოპერაციის დასრულება.

ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქ ტრებესში, სუპერმარკეტ Super U-ზე თავდასხმამ ბოლო მონაცემებით სამი ადამიანი იმსხვერპლა. 25 წლის თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტმა მძევლები მაღაზიში გუშინ აიყვანა. ფაქტს პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა ტერაქტი უწოდა. მოგვიანებით, "ისლამურმა სახელმწიფომ" მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics