08:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 11:17:47, 2427 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის 32 კომპანია ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობს

22-24 მარტს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში  „ღვინისა და საკვების  საერთაშორისო გამოფენა" (The 98th China Food & Drinks Fair) იმართება.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში ქართული  ღვინის მწარმოებელი 32 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენა „China Food & Drinks Fair" ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. საგამოფენო სივრცე გაშლილია 300 ათას კვ.მ-ზე და მასში ყოველწლიურად წარმოდგენილია 4500-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო გამოფენას სტუმრობს 200 ათასზე მეტი ვიზიტორი. 

გამოფენას ესწრება ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე, რომლის თქმითაც, წლევანდელი გამოფენა კომპანიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აღნიშნულ გამოფენაში  უკვე მეოთხე  წელია მონაწილეობენ  და აღსანიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წლევანდელი გამოფენა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. რამდენიმე მათგანმა გამოფენის მსვლელობის დროს უკვე გააფორმა ახალი საექსპორტო ხელშეკრულება, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან, რაც არის კიდეც აღნიშნულ გამოფენაზე ქართული კომპანიების მონაწილეობის მთავარი ამოცანა", - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი", „გიუაანი", „კახური", „ვიტე ვერა" (ბესინი), „ვინაგორა", „კახური ღვინის მარანი", „ასკანელი ძმები", „BG Wines", „ჩელთი", "თბილღვინო", "ფალავანი", "კოტეხი", "ვაინმენი", "ქიმერიონი", "შილდა", „სათავადო", "თელიანი ველი", „ჯიმშერი", "კორპორაცია ქართული ღვინო", "ბოლერო და კომპანია", "შატო მუხრანი", "მეღვინეობა ხარება", GWS, "ბატონო", KTW, "მარანული", "ქართული ღვინის სახლი", "მოსმიერი", შპს „კორპორაცია ქინძმარაული", „შუხმანის ღვინოები", "ვაზიანი კომპანი" და „დუგლაძეების ღვინის კომპანია".

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics