12:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 14:19:46, 1957 ნახვა

მსოფლიო
ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო, თანამდებობა დატოვა

ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა, სილვი ლისტჰოუგმა Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო, თანამდებობა დატოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გადადგომის მიზეზი მინისტრის კომენტარი გახდა, რომელიც ლისტჰოუგმა ორი კვირის წინ „ნორვეგიის შრომის პარტიასთან“ დაკავშირებით გააკეთა.

„შრომის პარტიამ“ მხარი არ დაუჭირა ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მუშაობის გამკაცრების ინიციატივას, ხოლო „პროგრესის პარტია“, რომელსაც სილვი ლისტჰოუგი წარმოადგენს, ითხოვდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებულ ნორვეგიელებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პასპორტი და მოქალაქეობა ჩამოერთვას.

ლისტჰოუგი „შრომის პარტიის“ განცხადებას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და დაწერა, რომ „შრომის პარტია“ ტერორისტების უფლებებს ეროვნულ უშიშროებაზე მაღლა აყენებს.

მის კომენტარს კრიტიკა მოჰყვა. გასულ კვირას მინისტრმა პარლამენტში ოფიციალურად ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ლისტჰოუგმა თანამდებობა დატოვა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics