16:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 18:55:36, 1465 ნახვა

კომენტარი
გვარამია - გაბუნიას თავიდან თმის ერთი ღერის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აქციის ფარგლებში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის წარმომადგენლები დაიცვეს, თუმცა „გაჭირვებით“.

"რუსთავი 2" მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს ხალხს - ჩვენი ტელეკომპანია დგას ანგარიშსწორების  რისკის წინაშე - რუსეთიდან მართული და დაფინანსებული ძალების მხრიდან. მოგიწოდებთ გააკეთოთ ყველაფერი რაც თქვენს ძალებში შედის, რათა დაცულ იქნას ჩვენი უსაფრთხოება და ჟურალისტური თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებ არა მხოლოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, არამედ "რუსთავი 2"-ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედების, მათი თავიდან ერთი თმის ღერის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. დღეიდან მათ მართებთ უფრო სერიოზულად მიუდგნენ საკითხს და ყველას დაგვიდასტურონ, რომ ეს ძალა არ არის ხელისუფლების მიერ მართული. თუ ისინი პასუხს არ აგებენ, მაშინ უფლებას ვიტოვებთ ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მიერ არიან მართულნი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics