14:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 19:08:22, 1584 ნახვა

კომენტარი
პრემიერი გუდაურში მომხდარ ინციდენტზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩრდილი არ მიადგეს იმიჯს, რომელიც ქვეყანამ მოიპოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუდაურში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, ის გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებს. 

"ყველა შესაბამისი უწყება პირველივე წუთებიდან მობილიზებულია დაშავებულთა დასახმარებლად. მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, რამდენიმე ადამიანი ვერტმფრენით და რეანიმობილით გადმოყვანილია თბილისში და აქ გადის მკურნალობას. დაწყებულია გამოძიება. ასევე, უახლოეს დროში საქართველოში ჩამოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ვითარებას, დადებს ობიექტურ დასკვნას და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჩრდილი არ მიადგეს იმ იმიჯს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით, საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა",- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics