06:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 16:12:42, 1823 ნახვა

ეკონომიკა
კომისიამ „მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური კავშირის  კონსოლიდირებული ტენდერით გაწეული მომსახურეობის სუბსიდირებისთვის შპს "მაგთიკომს" და შპს "ჯეოსელს" წერილობითი გაფრთხილება მისცა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიამ დაასრულა ბაზრის მოკვლევა და დაადგინა, რომ  შპს „მაგთიკომისა"  და შპს „ჯეოსელის" მხრიდან კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურეობის ფარგლებში, ორივე კომპანიას ზარალი დაუფიქსირდა.

„შპს „მაგთიკომის" და შპს „ჯეოსელის" მხრიდან ადგილი ჰქონდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 33 მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევას.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ახალი სატენდერო პირობების მიხედვით, 2018 წლიდან განისაზღვრა ახალი პირობები, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ,,მაგთიკომს" და შპს „ჯეოსელს" მიეცა წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისთვის, კერძოდ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური  ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში კვლავ დაუფიქსირდებათ დარღვევა, ისინი ფინანსურ სანქციებს მიიღებენ.

ტარიფის სუბსირიდების მოკვლევას, საკითხის შესწავლის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომიდან" და შპს „ჯეოსელიდან" გამოითხოვა კონსოლიდირებული ტენდერით გაწეული ხარჯებისა და  მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მობილური კომპანიების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაწეული ხარჯები ბევრად აღემატებოდა ამ მომსახურეობიდან მიღებულ შემოსავლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ  კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებებით „შპს „ჯეოსელს" და შპს „მაგთიკომს" დაკისრებული აქვთ ვალდებულება, რომ არ დაუშვან კონურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხარებელთა ხარჯზე“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics