|
2018-03-13 14:37:56, 2666 ნახვა
მსოფლიო
„დანაშაულის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას“ - აშშ სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთის ვერსიას იზიარებს
ამერიკის შეერთებული შტატები სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტზე დიდი ბრიტანეთის გამოძიებას ენდობა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, ამერიკა იმ ვერსიას იზიარებს, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის უკან სავარაუდოდ, რუსეთი დგას. "ასეთი ტიპის თავდასხმა, მკვლელობის მცდელობა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება იყოს გამართლებული. ჩვენ შეშფოთებული ვართ, იმით, რომ რუსეთი სავარაუდოდ ისევ მსგავს ქმედებებს ახორციელებს. დაწყებული უკრაინით და სირიით, ახლა კი, დიდი ბრიტანეთით, რუსეთი რჩება პასუხისმგებლობის არ მქონე და არასტაბილური. ის ღიად უგულებელყოფს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს", - ნათქვამია ტილერსონის განცხადებაში. მანვე დასძინა, რომ პირებმა რომლებიც არიან დამნაშავე ამ საქმეში, ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ. "ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ქმედებაში ყველა დამნაშავე პირი, როგორც შემსრულებელი ასე დამკვეთი, უნდა იყოს დასჯილი. დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას ვუცხადებთ", - დასძინა ტილერსონმა. ცნობისთვის, გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. მისი თქმით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა, მეის განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო საპასუხო ზომების შესახებ 14 მარტს განაცხადებს. აღნიშნულ ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)