09:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 17:30:56, 2638 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა „პეგასუსის“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ "პეგასუსის” სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა 2014 წელს მოხდა. სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე, პუტინს შეატყობინეს, რომ “პეგასუსის” თვითმფრინავი, რომელიც უკრაინიდან სტამბოლში მიფრინავდა, გაიტაცეს, გამტაცებლები კი, სოჭისკენ გაფრენას ითხოვდნენ.

როგორც პუტინმა წინასაარჩევნოდ გადაღებულ  ფილმში განაცხადა, უსაფრთხოების ოფიცრებთან კონსულტაციის შემდეგ მან ბრძანება გასცა, ემოქმედათ “გეგმის მიხედვით”. მისივე განმარტებით, გეგმა გულისხმობდა ნებისმიერი თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელიც ტერორისტულ საფრთხეს წარმოადგენდა.

შეტყობინება თვითმფრინავის გატაცების შესახებ ცრუ აღმოჩნდა. თვითმფრინავი 110 მგზავრით მშვიდობიანად დაეშვა სტამბოლში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics