10:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 09:29:52, 1356 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: გამოკვეთილია საერთო მიზანი, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტატუნაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის მისაღებად, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დასჭირდება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დოკუმენტს კენჭი კომიტეტის ფორმატში ეყრება, შემდეგ კი, უახლოეს სესიაზე გაიტანენ.

 „კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დასჭირდება, ვინაიდან ჩვენ უკვე შევედით კონკრეტულ დეტალებში, თუ როგორ მოხდება რეზოლუციების პროექტში ასახული ინსტრუმენტების გამოყენება, ამასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა. კონსულტაციებში არის საერთო მიზანი გამოკვეთილი, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია და ჩვენ არ გვინდა, რომ წინასწარი განცხადებებით კონსულტაციების პროცესი დავაზიანოთ. მცირე დრო კონსულტაციებს კიდევ დასჭირდება, როგორც კი დასრულდება კონსულტაციები, პირველ რიგში კომიტეტის ფორმატში ვუყრით კენჭს რეზოლუციას და შემდეგ გავიტანთ უახლოეს სესიაზე", - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics