|
2018-03-02 14:00:19, 2257 ნახვა
კომენტარი
კუპრავა - სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი მზადაა, სუს-ს ფილიპ ხაჩიროვის დაკავებაში დაეხმაროს
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, მას ციხიდან სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა და არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა. როგორც კუპრავამ განმარტა, მსჯავრდებული მზად არის, არჩილ ტატუნაშვილის შესაძლო მკვლელებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჟღეროს. „ის ფლობს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ტატუნაშვილის მკვლელ ხაჩიროვთან დაკავშირებით. მას გააჩნია ინფორმაცია ხაჩიროვის კონტაქტებთან და პირადად ხაჩიროვთან დაკავშირებით. მსჯავრდებული მზად არის, ციხიდანვე დაეხმაროს საქართველოს უშიშროების სამსახურებს ხაჩიროვის ადგილსამყოფელის დადგენაში და დაეხმაროს რაც ყველაზე მთავარია, ხაჩიროვის ევაკუაციაში - მისი ქართული მართლმსაჯულებისთვის წარდგენის მიზნით", - განაცხადა კუპრავამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვლაბის საქმეში მთავარი ფიგურანტი ახალგორის დე-ფაქტო გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)