06:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 11:07:49, 2176 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი თანამდებობაზე დაბრუნებისთვის აღარ იბრძოლებს

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი თანამდებობაზე დაბრუნებისთვის აღარ იბრძოლებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

პუჩდემონი თავის კანდიდატურას დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ჟორდი სანჩესის სასარგებლოდ ხსნის.

„ჟორდი ჩემზე მეტად წარმოადგენს კოალიციის ღირებულებებს. ის მშვიდობიანი ადამიანია და უსამართლო პატიმრობაშია“, - ამბობს პუჩდემონი ვიდეომიმართვაში.

პუჩდემონის თქმით, ის უახლოეს დღეებში “საზეიმო შეკრებაზე“ თავს მოუყრის კატალონიის პარლამენტის წევრებს, „რათა ახალი ეტაპი დაიწყოს და ჩამოაყალიბებს რესპუბლიკის საბჭოს, რომელიც ქვეყანას რეალურ დამოუკიდებლობამდე მიიყვანს“.

ჟორდი სანჩესი ორგანიზაცია „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ყოფილი ხელმძღვანელია. ის პუიჩდემონის კოალიციის სიის მეორე ნომერი იყო გასული წლის 21 დეკემბრის არჩევნებზე.

ესპანეთის მთავრობა მას აჯანყების ორგანიზებაში, სახელმწიფო სახსრების უკანონო მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics