07:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 17:51:04, 1715 ნახვა

კომენტარი
ზაზა სოფრომაძე: ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი მოზარდები მოინახულა.

როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

"ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ბავშვებიდან ერთის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ის უკვე საოპერაციოშია, შესაბამისი გამოკვლევები ჩატარებულია, ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ მის გადასარჩენად. რა თქმა უნდა ყველა სამედიცინო ჩარევას სახელმწიფო თავის თავზე იღებს, მათ შორის პრემიერის სპეციალური დავალების შესაბამისად, თუ საჭირო გახდა ბავშვის უცხოეთში გადაყვანას, ან უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანას", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

ცნობისთვის, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 მოზარი დაშავდა. მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics