07:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 16:31:41, 1561 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: მოველით, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ასეთი გამოხაურებით მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა

"შეიძლება, საზოგადოებისთვის ზოგადად, დამაიმედებელი არ იყოს, თუმცა, განცხადებები და რეაქციები არის საჭირო, რომ წნეხი გაიზარდოს",-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც საერთაშორისო საზოგადოების განცხადებებმა შედეგი ამ ეტაპზე არ გამოიღო და არის თუ არა საშიშროება, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა არ მოხდეს.

ჯანელიძეს აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო საზოგადოების ასეთი გამოხაურებით მოხდება ცხედრის გადმოცემა და გამოძიების ჩატარება.

“ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. შეიძლება საზოგადოებისთვის ზოგადად, დამაიმედებელი არ იყოს, თუმცა, განცხადებები და რეაქციები არის საჭირო, რომ წნეხი გაიზარდოს. მოველით, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ასეთი გამოხაურებით მოხდება ცხედრის გადმოცემა და გამოძიების ჩატარება. დღეს არ შეგვიძლია იმის თქმა, როდის გადაიდგმევა ეს ნაბიჯები, მაგრამ ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რათა წნეხი გავზარდოთ",- განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics