16:25 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 16:15:32, 717 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტული პოტენციალი ტალინის ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა

აჭარის ტურისტული პოტენციალი ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ესტონელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. 

რეგიონის ტურისტული პროდუქტები გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად წარადგინა. 

საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქვეყნისა და რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ, ასევე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქვეყანაში მოგზაურობისთვის საჭირო საკითხების შესახებ. ტალინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „TUEREST 2018” ბალტიისპირეთში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა და მასში 34 ქვეყნის 511 ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ყოველწლიურად 28 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. 

გამოფენაზე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა საქართველოს სტენდიც. ესტონელებისთვის საქართველო ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, შესაბამისად წლიდან წლამდე იზრდება ქვვეყნისა და რეგიონის მიმართ ინტერესი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ესტონეთში სარეკლამო კამპანიების წარმოება 2017 წელს დაიწყო და წელსაც გააგრძელებს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics