2026-06-21 15:27:05, 265 ნახვა
სამართალი
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
დიდუბეში სატვირთოს მძღოლი რკინის კონსტრუქციებში მოყვა და დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.
TV პირველის ცნობით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, კონსტრუქცია, რომელიც გადაჰქონდა, მის კაბინას დაეცა.
უწყების მიხედვით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,