04:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 16:28:09, 1762 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო ქართული ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს

„აჭარა ტექსტილის“ ახალი, უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო მოგვცემს საშუალებას მნიშვნელოვნად გავზარდოთ ექსპორტი და შევქმნათ სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ახალ საწარმოში ეტაპობრივად 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. 

„დღეს ჩვენ გავხსენით უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სადაც ეტაპობრივად 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. დღეის მდგომარეობით, უკვე 25 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. სრულად დასრულებისთვის ასევე განხორციელდება 15 მილიონი ლარის ინვესტიცია. რაც ჯამში 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, შარშან საქართველოდან ტექსტილის ექსპორტი 90 მილიონ დოლარამდე იყო, რაც  რა თქმა უნდა, არის  მზარდი. 

„ეს არის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი. 

 „აჭარა ტექსტილის“  ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს,  როგორებიცაა New Balance და Under Armour.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics