02:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 13:05:23, 1571 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს

თბილისის მერი კახი კალაძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ კომპანია „ნიკარემსტროის“ ტენდერიდან  დისკვალიფიცირება, მის რუსულ წარმომავლობას უკავშირდებოდეს.

კალაძის განმარტებით, ყველა კომპანიამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტენდერიდან მოიხსნება.

მისივე თქმით, თუ ხსენებულ კომპანიას დარღვევები ჰქონდა,  ვერ გაიმარჯვებდა:

 „არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, ის, რაც კანონით მოთხოვნილია, ჰქონდეს ყველა კომპანიას გათვალისწინებული. ჩვენ, თუ ვინმეს რაიმე დარღვევა  აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევებზე. შესაბამისად, თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები,  რა თქმა უნდა,  ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე რომ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს“,-განაცხადა კალაძემ.

კომპანია „ნიკარემსტროი“ ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ  ტენდერში მონაწილეობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics