04:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 16:47:27, 1928 ნახვა

სამართალი
შალვა ნათელაშვილს დაევალა, საჯაროდ განაცხადოს, რომ თეა წულუკიანისადმი გაკეთებული განცხადებები ცილისწამებაა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს იმ სამაუწყებლო კომპანიების მეშვეობით, სადაც იუსტიციის მინისტრის მისამართით 2016 წლის 19 ოქტომბრსა და 23 ნოემბერს ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, საკუთარი ყალბი განცხადებების უარყოფა მოუწევს.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე წულუკიანის არგუმენტები და მოცულობითი დოკუმენტური მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება ცილისწამებაა, რადგან იგი არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს. თეა წულუკიანის მიერ სტრასბურგში შეძენილი ბინა მართლაც თეა წულუკიანის საკუთარი სახსრებით შეძენილი იყო იმ დროს, როცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა და ბევრად ადრე, ვიდრე ის ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბინა მინისტრს უყიდეს პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ და ამით ის იყიდეს, არის ცილისწამება.

სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა თეა წულუკიანის მოთხოვნა და მორალური ზიანისთვის შალვა ნათელაშვილს სიმბოლური 2 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics