02:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 16:34:47, 2323 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: პოროშენკოს ჰგონია, რომ მომიშორა - აქ ათჯერ უფრო სახიფათო ვარ, ვიდრე უკრაინაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პრესკონფერენციას მართავს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინიდან გაძევების მიუხედავად, ის ბრძოლას გააგრძელებს და უკან დასაბრუნებლად ლეგალურ გზებს მონახავს.

"მე ვიყავი და ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი. იცით, ძალიან მტკივა კისერი, რადგან გუშინ დაკავების დროს, მახჩობდბენ. თუმცა ჩემი კისრის ტკივილი გაივლის, მაგრამ მათ კისრებს არაფერი ეშველებათ. პოროშენკო, ლუცენკო, ავაკოვი - მათი ადგილი უკრაინის ციხეშია და პირობას გაძლევთ ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო რუსეთის, უკრაინის და საქართველოს ოლიგარქების ერთობლივი ნამუშევარი. ახლა უნდათ ალბათ, რომ საქმე აღძრან და ძებნაში გამომაცხადონ. ვამბობ, რომ აქ ვარ ვარშავაში - მოდით წამიყვანეთ. პოროშენკოს ახლა ჰგონია, რომ თავიდან მომიშორა და მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი მას ხელს აღარ შეუშლის. თუმცა ეს ასე არ არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოროშენკოს ჩემი ეშინია. უახლოეს პერიოდში, სანამ ევროპაში ვარ, მუშაობას და ბრძოლას გავაგრძელებ. თავისუფალი სააკაშვილი ათჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე უკრაინაში მყოფი სააკაშვილი, რომელსაც ყოველდღიურად დევნიდნენ", - განაცხადა პოლიტიკოსმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics