|
2018-02-13 14:05:56, 1857 ნახვა
კომენტარი
კილაძე სააკაშვილზე: უკრაინის უფლებაა გადაწყვიტოს, რა ქმედებებს განახორციელებს კონკრეტული პირის მიმართ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციიას უკრაინის შიდა საქმედ აფასებს. როგორც კილაძემ აღნიშნა, საქართველო უკრაინის სუვერენული უფლების გამოყენებაში ვერ ჩაერევა. "ფაქტი ისაა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი სუვერენული უფლებიდან გამომდინარე, რა ქმედებებს განახორციელებს კონკრეტული პირის მიმართ. ასე ჩათვალა ამ შემთხვევაში ამ ქვეყანამ, როგორც მოხდა პოლონეთში. ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ნამდვილად ვერ ჩავერევით", - განაცხადა სოფო კილაძემ. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)