00:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-10 12:26:27, 2373 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი: სააკაშვილი ჯამბაზად და პროვოკატორად იქცა - მისი დაკავების არანაირი მცდელობა არ ყოფილა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობას გამოეხმაურა.

როგორც შკირიაკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, "ეს ამბავი, სააკაშვილის პიარშიკების მიერ არის მოწყობილი".

"მორიგი სიცრუა და მორიგი ინსინუაციები, სააკაშვილის დესტრუქციული პარტიის მიერაა მოწყობილი. როგორც იქნა მიხვდნენ, როგორ მიიზიდონ ხალხი ამ მატყუარას პრესკონფერენციებზე, მიხვდნენ როგორც მიიზიდონ მცირეოდენი ყურადღება მაინც ამ პრორუსული ტროლისადმი. ბრავო! მიშას აღნიშნული ფარსისთვის, თითქოს გუშინ სასტუმროში სპეცრაზმი იყო მისული, პრემია უნდა გადასცენ. მთელი ჰოლივუდის ბოევიკი დადგა, თუმცა მხოლოდ მათ წარმოსახვაში.

ახლა კი საქმეზე გადავიდეთ - არც ერთი სამართალდამცავი ქვედანაყოფის სპეცრაზმი გუშინ იქ არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. სააკაშვილის დაკავების არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ისინი „ალფას“ ფოტო ან ვიდეომასალას ვერ წარმოადგენენ, რადგან სპეცრაზმი სასტუმროში არ იყო მისული. ეს წმინდა წყლის საინფორმაციო პროვოკაციაა. სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, ახლა კი, ჯამბაზად და აფერისტად, საინფორმაციო ტროლად და პროვოკატორად იქცა... დასანანია. მისი საკითხი მხოლოდ უკრაინული კანონებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით გადაწყდება. განსაკუთრებით სასაცილო აღმოჩნდა დაცვის ისტორია, რომლებმაც თურმე შიშველი ხელებით შეიარაღებული სპეცრაზმი სასტუმროდან გაყარეს. რემბო 6 - უკრაინული ვერსია“, - განაცხადა შკირიაკმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics