00:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 14:11:51, 2397 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ცესკო-მ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დაარეგისტრირა.

პუტინი პირველია, ვინც ამომრჩევლების ხელმოწერის შედეგების შემდეგ დაარეგისტრირეს. 

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან  ყველა კანდიდატმა, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მომართა, შემოწმება გაიარა“, - განაცხადა რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შემოწმება წარმატებით ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის და "რუსეთის კომუნისტების" პარტიის წევრის მაქსიმ სურაიკინის ხელმომწერებმაც გაიარეს.

კომისიაში ასევე განაცხადეს, რომ ბიზნესმენი ბორის ტიტოვი, გრიგორი იავლინსკი და სერგეი ბაბურინი უახლოეს მომავალში დარეგისტრირდებიან.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 18 მარტს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics