22:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-04 11:17:54, 2744 ნახვა

მსოფლიო
სირიაში 7 თურქი სამხედრო დაიღუპა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩრდილოეთ სირიაში, აფრინის რაიონში ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ ფარგლებში, შვიდი თურქი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მომხდარს თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ბინალ ილდირიმი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანკარა მებრძოლებს სამხედროების მოკვლისთვის ორმაგად აზღვევინებს.

მოგვიანებით, თურქეთის ავიაციამ ქალაქ აფრინის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთთა პოზიციები დაბომბა. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან სულ 14 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. 

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ დაიწყო სირიაში აფრინის რაიონში, სადაც ქურთული დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics