21:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 16:34:46, 2481 ნახვა

მსოფლიო
პეტერბურგში, ყაჩაღობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, დაკავებისას დაიჭრა

სანქტ-პეტერბურგში სამართალდამცველებმა საიუველირო სალონის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ DP იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საიუველირო სალონ "ადამსზე" თავდასხმა გუშინ ადგილობრივი დროით 19:30 საათზე განხორციელდა. თავდამსხმელები ნიღბებში იყვნენ და მათ იარაღი ჰქონდათ. სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი და გამყიდველი დააბა, რის შემდეგაც სალონიდან 60 მილიონი რუბლის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.

მედიის ცნობით, პოლიცია თავდამსხმელებს დაედევნა, რა დროსაც ორმხრივი სროლა დაიწყო. სროლის დროს ორი ბორტმოქმედი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე 45 წლის ვალერი მელნიკოვი. ასევე დაიჭრა ერთი პოლიციელი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესამე დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

სააგენტო წერს, რომ სხვა თავდამსხმელები აზერბაიჯანისა და დაღესტანის მოქალაქეები არიან.

სამარღალდამცველებმა დამნაშავეების ავტომობილიდან ნაქურდალი ნივთები ამოიღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics