15:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 21:16:13, 1751 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: გამსაღებლების მიმართ მკაცრები უნდა ვიყოთ, ხოლო მომხმარებლების მიმართ - ლოიალურები

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეს ეხმაურება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ 45 აბი სუბოტექსის შემთხვევა ხვალ დასჯადი არ იქნება, ეს მოლოდინი არ გამართლდება.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ კანონი ლოიალური უნდა იყოს. 

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ორი რადიკალური პოზიციით, რომელიც არის საზოგადოებაში და ასეთივე პოზიცია არის უმრავლესობაშიც, ამოვიღოთ ყველაზე რაციონალური კომპონენტი. ერთი მხრივ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ გასაღების რისკები და გამსაღებლების მიმართ ვიყოთ ძალიან მკაცრები და მეორე მხრივ ვიყოთ ლოიალურები, ლიბერალურები მომხმარებლების მიმართ. მიზანია, შევქმნათ შესაბამისი ცენტრები, ვუმკურნალოთ მათ და დავუბრუნოთ საზოგადოებას. თუ ამ ფარგლებში ვინმე ფიქრობს რომ ვთქვათ - 45 აბი სუბოტექსის შემთხვევა ხვალ დასჯადი არ იქნება, მე ვეტყვი მათ რომ ეს მელოდინი არ გამართლდება. ამ საქმეს მეორე მხარე აქვს. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ადამიანი არაკანონიერად იყო დაკავებული, წინ სასამართლოს ორი ინსტანცია არსებობს და შეუძლიათ, იდავონ. თუ ერთი პროცენტი ეჭვი არსებობს, ნებისმიერ ადამიანს წარმატებას ვუსურვებ”, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მესამე სექტორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია "ყველა ერთისთვის" თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. აქცციის მონაწილეები, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ასევე მათ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდეს, რათა მან კანონმდებლობით მინიჭებული ექსკლუზიური - შეწყალების უფლება გამოიყენოს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics