12:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 14:31:56, 1776 ნახვა

კომენტარი
გახარია: პოლიციას სკოლაში არაფერი ესაქმება, მაგრამ სამართალდარღვევისას, უნდა არსებობდეს სწრაფი კომუნიკაციის საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად, მანდატურის ინსტიტუტის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები 15 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი.

„ეს არ ნიშნავს, რომ მანდატურის სამსახური იმ სახით დაბრუნდება, რაც იყო. ძირითადი ცვლილება ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებით, იქნება მიმართული მანდატურსა და საპატრულო პოლციიას შორის სწრაფ კომუნიკაციის აწყობისკენ. ეს იმიტომ, რომ პოლიციას არაფერი ესაქმება სკოლაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა ხდება, უნდა არსებობდეს გამჭირვალე და სწრაფი კომუნიკაციის საშუალება, რასაც ამ საკანონმდებლო ცვლილებით განათლების სამინისტროსთან ერთად ავაწყობთ. საკანონმდებლო ცვლილებები წარმოდგენილი იქნება უახლოეს პერიოდში. ეს იქნება თებერვლის შუა რიცხვებამდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics