14:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 15:20:37, 1802 ნახვა

სამართალი
პროკურორი - ოთარ აბესაძის გათავისუფლებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, ოთარ აბესაძის მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების პირობებშიც იყო შესაძლებელი.

პროკურორი არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებაზე და მიიჩნევს, რომ მის გათავისუფლებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

"ამ დასკვნაში აღწერილი იყო ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა სახარბიელო მისი მდგომარეობა არ არის, თუმცა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა, შეცვლილიყო, არ ყოფილა. ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი იყო ისეთ დიაგნოზზე, რომლის მკურნალობა სავსებით შესაძლებელი იყო პენიტენციური დაწესებულების პირობებში", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღვკეთის ღონისძიება - პატიმრობა, მას 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ოთარ აბესაძემ საქალაქო სასამართლო ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics