09:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 12:50:01, 1828 ნახვა

კომენტარი
დუისის მკვიდრი: ტერორიზმთან ბრძოლის ლოზუნგით, თვითონ ხელისუფლება არ გადაიქცეს ტერორისტად

პანკის ხეობის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარას საკუთარ სახლში არ ააფეთქებდა.

როგორც ერთ-ერთმა პანკისელმა აღნიშნა, მაჩალიკაშვილის დაკავება ძალის გამოყენების გარეშეც იყო შესაძლებელი. 

"ჩადენილია დანაშაული. დანაშაულს იმიტომ ვახსენებ, რომ გასროლა არ იყო ადეკვატური და აუცილებელი. გამორიცხულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა აეფეთქებინა საკუთარ ოჯახში, სადაც მისი მშობლები, და და ბებია იმყოფებოდნენ. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და არა ანტიტერორისტული. ტერორიზმთან ბრძოლის ლოზუნგით, თვითონ ხელისუფლება არ გადაიქცეს ტერორისტად", - განაცხადა დუისის მკვიდრმა.

თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის, სოფელ დუისში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაკრძალავენ. ის გუშინ წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics