09:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 13:43:41, 1693 ნახვა

კომენტარი
გიორგი კახიანი პანკისის სპეცოპერაციაზე: ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პოლიტიკოსების ნაწილს მოუწოდებს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ხელოვურად არ დაძაბონ.

კახიანის თქმით, შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას ინფორმაციას, გამოძიების ინტერესების დაცვით მიაწვდიან.

"რაც დავინახეთ შესაბამისი სამსახურების საქმიანობაში და განწყობაში, ისინი მაქსიმალურად არიან მონდომებულები, მოახდინონ საზოგადოების ინფორმირებულობა, თუმცა გამოძიებამაც არ უნდა იზარალოს.  ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას და ნუ წარმოვაჩენთ, რაღაც ფეთქებად, საშიშ ვითარებას. ესეთი დამოკიდებულება, მართლა შესაძლოა უარყოფითად აისახოს იქ არსებულ პირობებზე. ხშირად მეჩვენება, რომ ამის ხელოვნურად დაძაბულობის შექმნა და ასეთი სურათის წარმოჩენას ისახავენ ზოგიერთი პოლიტიკოსები მიზნად. ეს არასწორია", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ცნობისთვის, პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics