09:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 11:14:52, 2231 ნახვა

კომენტარი
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს

ამას ასე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, - ამის შესახებ პანკის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა საავადმყოფოში განაცხადა.

როგორც მარგოშვილმა აღნიშნა, მისი შვილი თურქეთის კლინიკაში დღეს დილით უნდა გადაეყვანათ.

"სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, თუ ცოცხალი დავრჩი. არაფრის  გულისთვის მომიკლეს. დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ სადისტებმა და ფაშისტებმა, არაფრის გულისთვის“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics