13:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 14:35:35, 3032 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი „ყალბი ახალი ამბების დაჯილდოების ცერემონიას“ გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  „ყალბი ახალი ამბების დაჯილდოების ცერემონიას“ გამართავს, - ამის შესახებ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ცერემონია 17 იანვარს გაიმართება.

"ყალბი ახალი ამბების ჯილდო ყველაზე კორუმპირებული და მიკერძოებული მედიის ხელმოცარულებს მიენიჭებათ. ცერემონია დღეს უნდა გამართულიყო თუმცა 17 იანვრისთვის გადავდე, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი", - წერს დონალდ ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისა და მედიის შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს 2016 წელს დაიწყო.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics