08:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 16:09:56, 2076 ნახვა

კომენტარი
მთავარეპისკოპოსი ეფრემი: პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს, შობას სამების ტაძარში იქნება

ბოლნელი მთავარეპისკოპოსის, ეფრემის განცხადებით, პატრიარქი შობას სამების ტაძარში იქნება.

როგორც ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწმინდესი თავს კარგად გრძნობს.

"პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს და შობას სამების ტაძარში იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა მან.

კითხვაზე - აქვს თუ არა მას ინფორმაცია პატრიარქის ექიმების მიერ კონსილიუმის მოწვევის შესახებ, მეუფემ განაცხადა, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. უწმინდესს 85 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები საპატრიარქოში წელს არ გაიმართება. პატრიარქის ერთ-ერთი ექიმის თქმით, ეს პატრიარქის სურვილი იყო, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიებების არჩატარების მიზეზი ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics