08:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 15:31:24, 1828 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი ბიძინა გუნია პატრიარქზე: 40 წელია, როგორც წინასწარმეტყველი მოსე, მიუძღვის ჩვენს ქვეყანას

40 წელია, ჩვენი მწემსმთავარი, როგორც წინასწარმეტყველი მოსე მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დეკანოზმა ბიძინა გუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკანოზის თქმით, პატრიარქის აღსაყდრების დღიდან ეკლესია გაერთიანდა.

"მადლობა უფალს, რომ ამ განვლილ პერიოდში ეკლესიის წიაღში ჩვენ ვხედავთ აღმშენებლობას და გაერთიანებას. ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი", - განაცხადა ბიძინა გუნიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. უწმინდესს 85 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები საპატრიარქოში წელს არ გაიმართება. პატრიარქის ერთ-ერთი ექიმის თქმით, ეს პატრიარქის სურვილი იყო, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიებების არჩატარების მიზეზი ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics