10:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 11:01:59, 2414 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საგარეო მინისტრი: უკრაინა და თურქეთი ახლო მომავალში ევროკავშირში ვერ შევლენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა გაზეთ Westdeutsche Allgemeine Zeitung-თან ონტერვიუში განაცხადა, რომ ახლო მომავალში უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ.

„ჩვენ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სხვა  ფორმები უნდა მოვძებნოთ“, - აღნიშნა გაბრიელმა. 

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ და თურქეთმა საბაჟო კავშირის უფრო მჭიდრო ფორმები უნდა გამონახონ და  ეს მხოლოდ თურქეთში სიტუაციის შეცვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. თუმცა ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანებას ახლო მომავალში არ აპირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics