03:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-24 10:24:07, 2173 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო დისციპლინის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ზომები იქნება მიღებული

„ეთიკის კოდექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტში ეთიკის სტანდარტების სათანადო დაცვას. გარდა ამისა, აღვნიშნავ, რომ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული იმისათვის, რომ საპარლამენტო დისციპლინის მდგომარეობა გაუმჯობესდეს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ეთიკის კოდექსზე" მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საერთაშორისო პარტნიორებიც იყვნენ ჩართულნი.

„ გამოვიყენეთ საუკეთესო პრაქტიკა, ევროპული პრაქტიკა დოკუმენტზე მუშაობის პროცესში და ამის საფუძველზე მომზადდა ეთიკის კოდექსი. რა თქმა უნდა, სანქციები არ არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ცხოვრების, ასე ვთქვათ, ხარისხი, თუმცა, მთლიანობაში, მე ვიტყოდი, რომ ეთიკის კოდექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტში ეთიკის სტანდარტების სათანადო დაცვას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო დისციპლინის უკეთ დასაცავად ცვლილებების განხორციელება იგეგმება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც.

„ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული იმისათვის, რომ, ასე ვთქვათ, საპარლამენტო დისციპლინის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის იგეგმება რეგლამენტში ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ამ დისციპლინის უკეთეს დაცვას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics