06:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 18:41:14, 2408 ნახვა

სამართალი
საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ თანამფლობელი, თეიმურაზ დათუკიშვილი ბრალს არ აღიარებს

საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ თანამფლობელი თეიმურაზ დათუკიშვილი, რომელიც ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დღეს დააკავეს, ბრალს არ აღიარებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არის ძალიან შეწუხებული ყოველივეთი, არ აღიარებს დანაშაულს, რასაც ბრალდების მხარე ედავება - კომერციულ მოსყიდვას. მას თანხა არ აუღია“,-აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი  ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics