02:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 22:14:18, 1757 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ყველანი ადამიანები ვართ, როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია

„ძალიან რთული მოსათმენია, როდესაც უზრდელობის, პროვოკაციების ფონზე აპირებენ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას“, - ასე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

 „ძალიან რთულია ემოციების გარეშე შეაფასო ასეთი მოვლენები, ისინი აგრძელებენ ნერვების მოშლას არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ ქართული საზოგადოების მთლიანად. რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში, ცდილობენ იგივე გააკეთონ. მაგრამ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვცდილობთ შევხვდეთ ამას მეტი მოთმინებით. თუმცა, ძალიან რთული მოსათმენია, როდესაც უზრდელობის, პროვოკაციების ფონზე აპირებენ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას. ინციდენტი არ მინახავს და კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს ემოცია და როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია. მე ინციდენტი არ მინახავს, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, გვაქვს ემოცია და როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics