00:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 11:56:32, 1841 ნახვა

კომენტარი
იზორია: საქართველოს აქვს სერიოზული ნაბიჯი იმ სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით, რასაც ნატო წევრ ქვეყნებს უყენებს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით, საქართველოს კონკრეტული შედეგები აქვს.

როგორც იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა,  აღნიშნულის საფუძველზე ხდება ალიანსის მხრიდან საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო ასპირანტი ქვეყნის აღიარება.

„კერძოდ, იცით, რომ ნატო-ს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, რასაც ვაკმაყოფილებთ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ შეიარაღებაში იყოს 20% გათვალისწინებული, ჩვენ წელს გვქონდა 10% და მომავალ წელს გვექნება დაახლოებით 19%, ეს არის მართლაც სერიოზული და დიდი ნაბიჯი იმ სტანდარტების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, რასაც ნატო წევრ ქვეყნებს უყენებს და რასაც დღევანდელი ინფორმაციით, ყველა ქვეყანა ვერ ასრულებს. მხოლოდ 5% თუ ასრულებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის დაკმაყოფილებას, აღარაფერს ვიტყვი შეიარაღებაზე. ნატო-სთან მიმართულებით ეროვნულ პრიორიტეტად რჩება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია“,-განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics