00:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 19:34:05, 2041 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი: პარლამენტი ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლებაა

„პარლამენტი მოგეხსენებათ ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ, სადაც პერსონალური მუშაობა თითოეულ დეპუტატთან აუცილებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ქათულ ოცნებაში“ ახალი ფრაქციების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფრაქციების შექმნა რაიმე სხვა პრობლემას ან გართულებას არ უკავშირდება.

„უმრავლესობაში ხდება ის, რომ იქმნება ორი ფრაქცია. ვინ მოიაზრება მის ხელმძღვანელად თქვენ იცით და შეგიძლიათ პირადად ჰკითხოთ თავისი გეგმების და სურვილების თაობაზე. უკავშირდება თუ არა ფრაქციების შექმნა რამე სხვა პრობლემას ან გართულებას, მინდა გითხრათ რომ არაფერს უკავშირდება. ეს ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიის დროს იყო დაგეგმილი, შექმნილიყო უმრავლესობაში ფრაქციები იმიტომ რომ პარლამენტი მოგეხსენებათ ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ, სადაც პერსონალური მუშაობა თითოეულ დეპუტატთან აუცილებელია. სადაც მთავრობასთან ვერტიკალური ურთიერთობები სჭარბობს და შესაბამიად ყველა ქვემდგომი ემორჩილება ზემდგომის მითითებას. პარლამენტი ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ სადაც ისინი ერთმანეთს დარწმუნებით, მხოლოდ და მხოლოდ საერთო პროგრამების კვალობაში ემორჩილებიან“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პარლამენტში 2 ახალ ფრაქციას ჩამოაყალიბებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics