07:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-17 10:49:35, 2261 ნახვა

მსოფლიო
კიევში დღეს მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს

დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე, კიევში, შევჩენკოს პარკთან, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა,  დაგეგმილ მარშში მონაწილეობა მიიღონ.

 ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, "იმპიჩმენტის მარში" აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ "კატასტროფა აირიდოს და ხელისუფლებამ ბოლო ფატალური ნაბიჯი არ გადადგას".

სააკაშვილმა ასევე მარშის ძირითადი მოთხოვნები ჩამოთვალა:

"ქვეყანას ოლიგარქები არ უნდა მართავდნენ; ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას კორუფციულ სქემებზე; უნდა შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები; უნდა გადადგეს გენერალური პროკურორი; უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო; იმპიჩმენტის მექანიზმებიც უნდა შეიქმნას. ამ ყველაფერთან ერთად, არ შეიძლება პუტინს მივცეთ საშუალება, რომ შექმნილი ვითარებით ისარგებლოს. ქვეყანას არ შევარყევთ, ხოლო "ჯიხურს" აუცილებლად. სწორედ ამ მიზეზით გავდივართ ხვალინდელ მარშზე. და ბოლოს, თუ დიქტატურის შესაჩერებლად საჭირო გახდება ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც კი, მზად ვარ ისინი დავთმო. ბოლომდე ვიბრძლებ, გამარჯვებამდე", - წერს პოლიტიკოსი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics