22:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 19:24:53, 1901 ნახვა

კომენტარი
ხმალაძე: მომავალი წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები 3 მლნ ლარზე მეტით იზრდება

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტით ჯანდაცვისა და  სოციალური ხარჯები ჯამურად, 3 მლნ 700 ათასი ლარით იზრდება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 35%-ს შეადგენს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო. 

მისი თქმით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხარჯები 29 მლნ  ლარს, დაავადებათა სკრინინგი კი - 2 მლნ ლარს შეადგენს.

„გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში 3 მლნ 300 ათას ლარს შეადგენს. გათვალისწინებულია ტრანსპლანტაცია და კომუნალური სუბსიდირება. ასევე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გარდა ამისა, ვიცე-მერის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტით ჯამურად, 32 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაა გათვალისწინებული. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics