19:38 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 18:04:08, 4032 ნახვა

კომენტარი
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა, - ამის შესახებ Ria უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილი დაკითხვაზე ეჭვმიტანილის სტატუსითაა დაბარებული.

"მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი 2017 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე უნდა გამოცხადდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 8 დეკემბერს დააკავეს, გუშინ მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურორი მისთვის ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მბრალდებელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის რადას 12 დეპუტატი თავდებში ჩაუდგა, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics