18:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 15:48:03, 2157 ნახვა

კომენტარი
პოროშენკო: სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს, - ამის შესახებ 112 იუწყება.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ყველა პირმა, რომელმაც კანონი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს.

„თუ ჩვენ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ვაფასებთ, ის არ იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, ვინაიდან არსებობს კონკრეტული დანაშაული, რომელიც განხორციელებული იყო. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამოძიების გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ეფექტური მიუკერძოებელი სასამართლო. ეს ის არის, რაც ჩვენ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უნდა ვუზრუნველყოთ. კანონის დარღვევა არ შეიძლება“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ და დასძინა, რომ სააკაშვილის საქმეზე გამომძიებლებს შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოძიების მასალების ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართონ.

 "მე არ ვერევი ამ საქმეში. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ობიექტური შედეგები. ამის გარანტიის მიცემის შესაძლებლობა და ვალდებულება გამაჩნია", - განაცხადა პოროშეკო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics