|
2017-12-08 11:37:05, 2125 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი მხარდამჭერებს: ხმა დავკარგე, სიცხე მქონდა, მაგრამ პირობას გაძლევთ, 10 დეკემბერს თქვენს გვერდით ვიქნები
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გუშინ „კარვების ქალაქში“ არ გამოჩენილა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, გაციების გამო შეუძლოდ გახდა, თუმცა პირობას დებს, რომ 10 დეკემბერს, მხარდამჭერების გვერდით იქნება. ,,სამშაბათის ცნობილ მოვლენებს ტყუილად არ ჩაუვლია. გუშინ მე ხმა დავკარგე, დღეს სიცხე მქონდა. მაგრამ მარშისთვის, 10 დეკემბერს პირობას გაძლევთ თქვენს გვერდით ვიქნები",- დაწერა სააკაშვილმა სოციალური ქსელის გვერდზე. კიევში, უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი კვირას, მხარდამჭერებთან ერთად მარშისთვის ემზადება. მთავარი მოთხოვნა კვლავ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებაა. მომიტინგეების განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე ისინი დაშლას არ აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)