22:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 12:52:26, 2195 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ლუცენკოს გენპროკურორად არ ვთვლი, მზად ვარ, გამომძიებელი კარავში მივიღო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ჩაბარებას არ აპირებს და გამომძიებლებს რადას შენობასთან ელოდება.

 „გუშინ ლუცენკომ თავხედურად მოიტყუა, მათ შორის ჩემს სტატუსზე. დეპუტატების წინააღმდეგ საქმე აღძრეს, თითქოს, ისინი კანონის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ლუცენკო გაუნათლებელია. იურისპრუდენციაში არაფერი გაეგება და ნაცნობობით გახდა გენპროკურორი, არაფერი იცის სამართალმცოდნეობაზე, ამიტომ მინდა განვაცხადო, მე მას არ ვთვლი გენპროკურორად, არ აქვს არც ღირსება. მზად ვარ, აქ კარავში მივიღო გამომძიებელი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ძებნა 3 მუხლით გამოაცხადა. კერძოდ, სააკაშვილს ბრალად ედება დანაშაულის მცდელობა, პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics