22:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 17:26:53, 2156 ნახვა

მსოფლიო
კიევის პროკურატურამ სააკაშვილის გათავისუფლების ფაქტზე საქმე აღძრა

კიევის პროკურატურამ მხარდამჭერების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ Interfax Ukraina სამართალდამცველ უწყებაში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„დაკავებული სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

ცნობისთვის, უკრაინის სსკ-ის 343-ე მუხლი სამართალდამცველისთვის საქმიანობის ხელის შეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ჯარიმით, 2 წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით ან 6-თვიანი პატიმრობით ისჯება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics